Accentnews.ge
CNN–მა გაარკვია, როგორ მოახერხა "ჰამასმა" ისრაელზე თავდასხმის ფარულად ორგანიზება

CNN–მა გაარკვია, როგორ მოახერხა "ჰამასმა" ისრაელზე თავდასხმის ფარულად ორგანიზება

25/10/2023 13:25:55 მსოფლიო

"ჰამასი" ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდა მიწისქვეშა გვირაბებში გაყვანილ სახმელეთო სატელეფონო ხაზებს სამხრეთ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის დასაგეგმად. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მათი თქმით, სახმელეთო სატელეფონო ხაზების წყალობით შეეძლოთ ბოევიკებს ერთმანეთთან ფარული კომუნიკაცია.

არხი აღნიშნავს, რომ ჯიჰადისტური უჯრედი ორი წლის განმავლობაში არ იყენებდა კომპიუტერს ან მობილურ ტელეფონს, რათა თავიდან აეცილებინათ ისრაელის ან ამერიკის სადაზვერვო სააგენტოების მიყურადება.

წყაროებმა CNN-თან თქვეს, რომ 2 წლის განმავლობაში დაჯგუფების მცირე უჯრედი გეგმას საიდუმლოდ ინახავდა, ვიდრე მოქმედება არ დაიწყეს და "ჰამასის" ასეულობით მებრძოლს 7 ოქტომბრის თავდასხმისთვის არ მოუხმეს.

ისრაელის მიერ შეერთებული შტატებისთვის გაზიარებული სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, თუ როგორ მალავდა "ჰამასი" ოპერაციის დაგეგმვას ძველმოდური კონტრდაზვერვითი ზომებით, როგორიცაა პირისპირ შეხვედრები, ციფრული კომუნიკაციების შეწყვეტა სახმელეთო სატელეფონო ხაზების სასარგებლოდ. ეს ყველაფერი დაეხმარა მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მიერ ტერორისტულად აღიარებულ ჯგუფს, მოულოდნელად დასხმოდა თავს ისრაელს,– აღნიშნავს CNN.

ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ბოევიკები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. გაიტაცეს 200–მდე მძევალიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S