Accentnews.ge
ერდოღანმა "ჰამასს "განმათავისუფლებელი ჯგუფი" უწოდა და ისრაელში მოგზაურობა გააუქმა

ერდოღანმა "ჰამასს "განმათავისუფლებელი ჯგუფი" უწოდა და ისრაელში მოგზაურობა გააუქმა

25/10/2023 12:00:19 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი ისრაელში და გააკრიტიკა ისრაელის ხელმძღვანელობის ქმედებები "ჰამასის" ბოევიკების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, – იუწყება Reuters.

ერდოღანმა თქვა, რომ „ისრაელი და ყველა ქვეყანა“ ისლამისტურ მოძრაობას ტერორისტულს უწოდებს, მაგრამ თავად მას „მოჯაჰედების განმათავისუფლებელ ჯგუფად“ თვლის.

ერდოღანმა დაიჩივლა, რომ ისრაელის მხარემ "ბოროტად გამოიყენა" თურქეთის კეთილგანწყობა ისრაელ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში საპასუხო ნაბიჯების გადადგმის გარეშე.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ღაზაში "უდანაშაულო ხალხი" იღუპება და ვიდრე ეს ხდება, არაფერი "მოიტანს მშვიდობას".

მან ასევე თქვა, რომ "სევდიანია უძლურების სურათი, რომელშიც გაერო აღმოჩნდა", "უუნარობის, ისაუბროს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაზე".

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ "ჰამასის" ერთ-ერთ ლიდერს ისმაილ ჰანიეს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S