Accentnews.ge
ერევან-თეირანის ხელშეკრულება: ირანის საზღვრიდან საქართველომდე გზა მნიშვნელოვნად დამოკლდება

ერევან-თეირანის ხელშეკრულება: ირანის საზღვრიდან საქართველომდე გზა მნიშვნელოვნად დამოკლდება

25/10/2023 10:19:44 კავკასია

ერევანმა და თეირანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ირანის საზღვართან, სომხეთის სიუნიკის ოლქში აგარაკ-ქაჯარანის გზის 32- კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის თაობაზე, - იუწყება ერევანში ირანის საელჩო.

ხსენებული გზა "ჩრდილოეთ-სამხრეთის" ავტომაგისტრალის ნაწილად იქცევა, რომელმაც, გეგმის თანახმად, ირანი სომხეთის გავლით საქართველოსთან უნდა დააკავშიროს.

თეირანის აზრით, პროექტის რეალიზება ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს და სარგებელს მოუტანს ბიზნესს.

გეგმის მიხედვით, გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და სამ წელიწადს გასტანს. ორ ზოლიან გზაზე 18 ხიდი და 3 გვირაბი აშენდება.

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტ "ჩრდილოეთ-სამხრეთის" რეალიზება, რომელიც როგორც არსებული გზების რემონტსა და გაფართოებას, ისე ახლების მშენებლობას ითვალისიწნებს, ირანის საზღვრიდან საქართველომდე მანძილს 550-დან 490-კილომეტრამდე შეამცირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S