კრამონი: "იდეა, რომ ევროპარლამენტში უკრაინელი და მოლდოველი დეპუტატები დამკვირვებელი წევრები იყვნენ, სწორი ნაბიჯია"
25/10/2023 10:09:58 მსოფლიო
ევროპარლამენტი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ინიციატივას ეხმიანება და მას "სწორ ნაბიჯს" უწოდებს. მეცოლას ინიციატივის თანახმად, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ორი ქვეყნის დეპუტატები ევროპარლამენტში "დამკვირვებელი წევრის" სტატუსით უნდა მიიღონ. აქამდე აღნიშნული სტატუსით მხოლოდ წევრი ქვეყნების დეპუტატები სარგებლობდნენ.
"ევროკავშირი უახლოეს მომავალში გაფართოვდება. პრეზიდენტ მეცოლას იდეა, რომ პარლამენტში უკრაინელი და მოლდოველი დეპუტატები დამკვირვებელი წევრები იყვნენ, სწორი ნაბიჯია. მე და ჩემი კოლეგები ამას დიდი ხანია ვცდილობთ. იგივე შესაძლებლობა უნდა მიეცეს სხვა კანდიდატ ქვეყნებს ბალკანეთში", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
დამკვირვებლის სტატუსი ნიშნავს, რომ დეპუტატები არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და იქნებიან ევროპარლამენტში დანიშნული და არა არჩეული წევრები.
წინადადებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის რადაში ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია და აღნიშნა, რომ "ძალიან აფასებს" მსგავს იდეას და ამით სულ მცირე 30 დეპუტატი იქნება დაინტერესებული.


