Accentnews.ge
სააკაშვილი: პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც შეწყალების საქმეებზე, ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა

სააკაშვილი: პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც შეწყალების საქმეებზე, ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა

25/10/2023 09:55:07 პოლიტიკა

პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც ნიშანდობლივია, რომ შეწყალების საქმეებზე -ამ თამაშ-თამაშში ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იგი აცხადებს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე "ასამართლებენ".

“პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც ნიშანდობლივია, რომ შეწყალების საქმეებზე. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე "ასამართლებენ". ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი.

ამ თამაშ-თამაშში ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამის შეჩერებას.

იმედია, თავად სალომე ზურაბიშვილიც ხვდება სიტუაციის სიმძიმეს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, თუნდაც როგორც რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შემთხვევაში და სხვადასხვა თანამდებობაზე კანდიდატების არდამტკიცების მიმართულებით. ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ რიტორიკა ვერ უშველის ვერც ქვეყანას და ვერც პირადად მას”, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის: 24 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით 2019 წელს დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება. მანამდე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ როცა პრეზიდენტს ამოეწურება ვადა მაშინვე მოხდეს სისხლისსამართლებრივი საქმის წამოწყება პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტების საქმესთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S