Accentnews.ge
რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ბირთვული ცდების აკრძალვის რატიფიკაციის გაუქმებას

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ბირთვული ცდების აკრძალვის რატიფიკაციის გაუქმებას

25/10/2023 09:03:29 მსოფლიო

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ – ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც აუქმებს მოსკოვის მხრიდან სრულმასშტაბიანი ბირთვული ცდების აკრძალვის ხელშეკრულების (CNTB) რატიფიკაციას.

ფედერაციის საბჭომ ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა 156 ხმით 0-ის წინააღმდეგ, რის შემდეგაც კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაეგზავნება.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ – სახელმწიფო სათათბირომ კანონპროექტი მიმდინარე თვეში მიიღო.

მსგავსი წინადადებით დეპუტატებს ვლ;ადიმირ პუტინმა მიმართა. მისი თქმით აშშ-ის პოზიციის "არეკვლის" მიზნით - აშშ-მა 1996 წლის ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა მისი რატიფიკაცია არ განუხორციელებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S