Accentnews.ge
ბრიტანულმა დაზვერვამ დაასახელა გადამწყვეტი ფაქტორი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მიმდინარე ბრძოლებში

ბრიტანულმა დაზვერვამ დაასახელა გადამწყვეტი ფაქტორი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მიმდინარე ბრძოლებში

25/10/2023 08:53:18 მსოფლიო

ხერსონის რეგიონის მარცხენა სანაპიროზე მიმდინარე ბრძოლებში გადამწყვეტი ფაქტორია სამხედროების შესაძლებლობა, ინტენსიურად გამოიყენონ არტილერია,– იუწყება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური 25 ოქტომბერს.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ გასული კვირის განმავლობაში ბრძოლები გაძლიერდა დნეპრის ნაპირებთან.

”უკრაინამ უფრო დიდი პრიორიტეტი მიანიჭა ამ სექტორში ოპერაციებს, შექმნა მცირე პლაცდარმები აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელსაც ის ზაფხულიდან აკონტროლებდა. რუსეთი სავარაუდოდ, გაფრთხილებული იყო მდინარეზე თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ, რამდენადაც მან თავისი ჯარები დასავლეთ სანაპიროდან 12 თვის წინ გაიყვანა“, - დასძენს დაზვერვა.

ბრიტანული სპეცსამსახური მიუთითებს, რომ ტერიტორია ახლადშექმნილი მე-18 გაერთიანებული შეიარაღების არმიის კონტროლს ექვემდებარება მას შემდეგ, რაც ამ მხარეში ადრე განლაგებული ზოგიერთი ქვედანაყოფები აღმოსავლეთით – ორეხოვსკის მიმართულებით გადაიყვანეს.

"როგორც უმეტეს სექტორში, თითქმის გადამწყვეტი ფაქტორია სამხედროების უნარი, ახორციელონ ზუსტი, ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი. პირველი ნიშნები მიუთითებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან საარტილერიო შესაძლებლობებს მდინარის მიდამოებში", - ნათქვამია ანგარიშში.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ პოზიციებს და აფართოებენ თავიანთ ყოფნას ხერსონის რეგიონში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

ISW-მა 25 ოქტომბრის ანგარიშში მიუთითა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები იკავებენ კრინკში რამდენიმე პოზიციას და აგრძელებენ შეზღუდულ შეტევებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. სავარაუდოდ, უკრაინული დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფი დაეშვა პოდსტეპნოიეს მახლობლად და 3 სოფელს შორის გზის მონაკვეთი კონტროლზე აიყვანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S