Accentnews.ge
ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსი სამხედრო მანქანაში ააფეთქეს

ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსი სამხედრო მანქანაში ააფეთქეს

25/10/2023 08:39:40 მსოფლიო

ოკუპირებულ ბერდიანსკში, ზაპოროჟიის ოლქში აფეთქდა მანქანა ვაზ-2101, რომელსაც რუსი სამხედრო მოსამსახურე მართავდა.

როგორც ტელეგრამ–არხი "ბაზა" იუწყება, შედეგად სამხედრო დაიღუპა.

იუწყებიან, რომ აფეთქება 23 ოქტომბერს, საღამოს მიჩურინას ქუჩაზე მოხდა. სავარაუდოდ, ბომბი მძღოლის სავარძლის ქვეშ იყო განთავსებული.

"ტერაქტის და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე" სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გარდაცვლილის ვინაობა და წოდება არ სახელდება.

აფეთქებები 21 ოქტომბერსაც დაფიქსირდა. მაშინ ინციდენტი მოხდა სოფელ ნოვოპეტროვკაში, რომელიც ბერდიანსკთან ახლოს მდებარეობს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტის მიდამოში განხორციელდა დარტყმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S