Accentnews.ge
ბორელი: არავინ ავალდებულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი

ბორელი: არავინ ავალდებულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი

25/10/2023 06:20:31 მსოფლიო

„არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი“, – ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელშიც მან ევროკავშირის წევრობა საბჭოთა ოკუპაციას შეადარა.

შესაბამისი განცხადება ორბანმა 23 ოქტომბერს საბჭოთა ჯარების მიერ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის ჩახშობის წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ბორელის თქმით, ორბანის შედარებას არ ეთანხმება.

„უნგრეთს გამოცდილი აქვს საბჭოთა ოკუპაცია. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი, რუსული ტანკებით ქუჩებში, 9 წლის ვიყავი... მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ მსგავსებას საბჭოთა ოკუპაციასა და ბერლიმონტს [შენობა, სადაც ევროკომისიაა განთავსებული] შორის, იქ მე არც ერთი ტანკი და იარაღი არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი. ეს არის თავისუფალი არჩევანი", – განაცხადა ბორელმა "ევროპული რეფორმების ცენტრის" ყოველწლიურ კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროპა და მსოფლიო“.

24 ოქტომბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა მიანიშნა, რომ უნგრეთი ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში ევროკავშირის წევრი აღარ უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ორბანი 17 ოქტომბერს შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რის შემდეგაც NATO-ს ელჩებმა ბუდაპეშტში სასწრაფო შეხვედრა გამართეს.

მანამდე, 12 ოქტომბერს ორბანი საქართველოს სტუმრობდა. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთოერთობა ამ ვიზიტით კიდევ უფრო გამყარდება და ორბანი სამაგალითო ლიდერობისთვის შეაქო. მისი თქმით, "უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S