Accentnews.ge
მედია: დუდას უთვალთვალებდნენ, მათ შორის, უკრაინაში სტუმრობისას

მედია: დუდას უთვალთვალებდნენ, მათ შორის, უკრაინაში სტუმრობისას

25/10/2023 08:08:55 მსოფლიო

პოლონეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სათვალთვალო მოწყობილობა იპოვეს ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მანქანაში, რომელიც უკრაინაში მოგზაურობისას ანდჟეი დუდას კორტეჟში შედიოდა,– ამის შესახებ Tvn24 პრეზიდენტის დაცვის სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედიასაშუალება ხაზს უსვამს, რომ საუბარი არ არის პრეზიდენტის ლიმუზინზე.

მოწყობილობა, რომელიც მანქანის გადაადგილებისთვის თვალყურის მიდევნების შესაძლებლობას იძლევა, უსაფრთხოების სპეციალისტებმა რუტინული პროცედურების წარმოებისას აღმოაჩინეს.

მანქანას ამ მოწყობილობით რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილება შეეძლო და ამ ხნის განმავლობაში ის ხშირად შედიოდა პრეზიდენტის კორტეჟში, მათ შორის უკრაინაში მოგზაურობის დროს, – თქვა წყარომ.

დუდას კორტეჟში, როგორც წესი, სამი ავტომანქანა შედის. მათგან ერთით სახელმწიფოს მეთაური გადაადგილდება, დანარჩენები კი დაცვის წევრებისთვის არის განკუთვნილი. დაცვის სამსახურის თანხმობით, კორტეჟში სხვა მანქანებიც შეიძლება, მოხვდნენ, მაგალითად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ „არ აკეთებენ კომენტარს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S