Accentnews.ge
მედია: მარნეულში მერვეკლასელის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა

მედია: მარნეულში მერვეკლასელის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა

25/10/2023 07:37:16 საზოგადოება

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტი გამოვლინდა, – იუწყება რადიო „მარნეული“.

მისი ცნობით, მერვეკლასელი გოგოს ნიშნობის ფაქტი გამოცემას სკოლის დირექტორმა დაუდასტურა.

„ინფორმაცია გადაცემულია შესაბამის ორგანოებში და მშობელი გამოძახებულია სკოლაში. ბავშვი სკოლას არ აცდენდა და თავადაც თქვა რომ სკოლაში სიარულს გააგრძელებს“. - აცხადებს სკოლის დირექტორი.

"მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატს. უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვებიან საქმის მსვლელობაში", – იუწყება რადიო „მარენული“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S