უკრაინის სპეცოპერაციების ძალები სამხრეთში $25 მილიონის ღირებულების რუსული ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება
25/10/2023 07:00:39 მსოფლიო
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა 25 მილიონი დოლარის რუსული ტექნიკის განადგურება მოახერხეს.
"სპეციალური ოპერაციების ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის ოპერატორებმა ოკუპანტებს ზაპოროჟიეს მიმართულებით ცეცხლიანი კვირა მოუწყვეს", - ნათქვამია შეტყობინებაში.
კერძოდ, მებრძოლებმა მოახერხეს მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკის იდენტიფიცირება და მასზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება.
როგორც იუწყებიან, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით ერთი კვირის განმავლობაში განადგურდა:
- BM-21 "გრადი";
- BM-27 "ურაგანი";
- მძიმე საცეცხლე სისტემა (TOS);
- რადარის სადგური "ზოოპარკი".
„დამწვარი აღჭურვილობის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი დოლარია“, - დასძენენ სპეციალური ოპერაციების ძალებში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ავდეევკის მიმართულებით მტრის 10-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. უკრაინის თავდაცვითი ძალები ხერსონის მიმართულებით აწარმოებენ ბრძოლებს და მიიწევენ მელიტოპოლის მიმართულებით. კერძოდ, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები კლესჩიევკას ჩრდილო-აღმოსავლეთით სარკინიგზო მაგისტრალით დაწინაურდნენ და განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტის სამხრეთით. უკრაინის თავდასხმებმა აიძულა რუსული ჯარები, დაეტოვებინათ რამდენიმე პოზიცია ნოვოდონეცკის მახლობლად.


