80 სამხედრო შეტაკება – უკრაინის გენშტაბი ფრონტზე არსებულ ოპერატიულ ვითარებას აჯამებს
25/10/2023 06:29:06 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 ოქტომბრის დილის მდგომარეობით ფრონტზე არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც იუწყებიან, ბოლო 24 საათის განმავლობაში 80 სამხედრო შეტაკება მოხდა.
„კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 10-მდე თავდასხმა ხარკოვის ოლქის სინკოვკასა და ივანოვკას მახლობლად. ლიმანის მიმართულებით ჩვენს მეომრებს მტკიცედ უჭირავთ თავდაცვა და წარმატებით მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა ნადეჟდასა და მაკეევკას მახლობლად, ლუგანსკის რეგიონში. ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 10-მდე შეტევა დონეცკის ოლქის ბოგდანოვკას, კლეშჩიევკას, ანდრეევკას რაიონებში. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის სამხრეთით, აყენებენ მტერს დანაკარგებს ცოცხალი ძალით და აღჭურვილობით და მაგრდებიან მიღწეულ ხაზებზე“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში.
იუწყებიან, რომ ავდეევსკის მიმართულებით წარუმატებელი იყო რუსული ჯარების შეტევითი მოქმედებები დონეცკის ოლქის სტეფნოის, ავდეევკას, სევერნის, ნეველსკოეს რაიონებში, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
„მტერმა წარუმატებელი თავდასხმის ოპერაციები ჩაატარა დონეცკის ოლქის მარინკასა და პობედას რაიონებში. აქ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 20-ზე მეტი შეტევა. შახტარსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლების ყველა თავდასხმა ნოვომიხაილოვკას, პრეჩისტოვკას, სტარომაიორსკის რაიონებში, დონეცკის ოლქში ზოლოტაია ნივას სამხრეთით და ზაპოროჟიეს რეგიონში მალაია ტოკმაჩკას სამხრეთ-აღმოსავლეთით. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას ვერბოვოის დასავლეთით, მიაყენეს ზარალი საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით და ფიტავენ მტერს მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ",–აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.


