Accentnews.ge
ბლინკენი: აშშ იმუშავებს ჩინეთთან ერთად ისრაელი-ღაზას კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად

ბლინკენი: აშშ იმუშავებს ჩინეთთან ერთად ისრაელი-ღაზას კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად

25/10/2023 06:05:09 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, იგი იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვანგ ისთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ ისრაელი-ღაზას ომი ფართო კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

„ამ საბჭოს წევრებს და განსაკუთრებით მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის გავრცელება. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ჩემს კოლეგასთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ზუსტად ამის გასაკეთებლად “, - განაცხადა ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S