ავიამზიდებისა და ჯარისკაცების გარდა, აშშ–მა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა
25/10/2023 05:39:47 მსოფლიო
ავიამზიდებისა და ჯარისკაცების გარდა, აშშ–მა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა.
თავდაცვის სამინისტროს პრეს–მდივნის პატრიკ რაიდერის განცხადებით, სამხედრო-საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის 119-ე საექსპედიციო გამანადგურებელი რაზმი უკვე იმყოფება შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.
პენტაგონი ესკადრილიის დისლოკაციის კონკრეტულ ადგილს არ ასახელებს.
რაიდერის თქმით, ესკადრილია რეგიონში გაგზავნილ სხვა ძალებთან ერთად უზრუნველყოფს იქ მყოფი ამერიკელი სამხედროების თავდაცვის გაძლიერებას.
პენტაგონის პრეს–მდივნის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან – ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ერაყსა და სირიაში ანტიტერორისტული მისიით მყოფ ამერიკელ სამხედროებზე ათზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.
ისრაელსა და "ჰამასსს" შორის ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის არმიამ ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილობა გააძლიერა. კერძოდ, ვაშინგტონმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაგზავნა ორი ავიამზიდი და ჯარისკაცები.


