ბლინკენი: აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თავს დაიცავს
24/10/2023 19:24:35 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, მაგრამ ვაშინგტონი სწრაფად იმოქმედებს, თუ ირანი ან მისი მარიონეტები აშშ-ის წარმომადგენლებს სადმე თავს დაესხმებიან.
"აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ომი გაფართოვდეს, მაგრამ თუ ირანი ან მისი მარიონეტები სადმე თავს დაესხმებიან აშშ-ის წარმომადგენლებს, არ შეცდეთ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხალხს, დავიცავთ ჩვენს უსაფრთხოებას სწრაფად და გადამწყვეტად. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გაუგზავნონ მტკიცე, ერთიანი გზავნილი ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც განიხილავს ამ კონფლიქტში კიდევ ერთი ფრონტის გახსნას ისრაელის წინააღმდეგ ან ვინც შესაძლოა, დაუმიზნოს ისრაელის პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, ნუ გააკეთებთ, ცეცხლზე ნავთი არ დაასხათ", - თქვა ბლინკენმა.
ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ, გახშირდა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევები ერაყსა და სირიაში.


