
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი დაიღუპა
24/10/2023 18:30:09 საზოგადოება
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში კიდევ ერთი ცხინვალელი დაიღუპა.
ალან გიგოლაევი რუსეთის მხარეს იბრძოდა.
ღია წყაროების თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის 35-ზე მეტი მკვიდრი დაიღუპა.
ოკუპირებულ რეგიონში მდებარე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზიდან სამხედრო მოსამსახურეები ომში ორჯერ გაიწვიეს.