
თბილისში გაიმართა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის" მხარდამჭერი ფონდის პრეზენტაცია
24/10/2023 17:36:13 საზოგადოება
თბილისში გაიმართა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მხარდამჭერი ფონდის პრეზენტაცია. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ვებსაიტზე georgianlegion.ge „ქართული ლეგიონის“ საჭიროებების შესახებ ინფორმაცია განთავსდება.
ონლაინპლატფორმის მეშვეობით მსურველები შეძლებენ შემოწირულობის გაღებას „ქართული ლეგიონისთვის“, რაც უზრუნველყოფს ლეგიონის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამასთან, პლატფორმა იქნება მთავარი წყარო „ქართული ლეგიონის" შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა „ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი.
„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წლიდან იბრძვის.
ლეგიონი დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.