Accentnews.ge
მედია: ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის

მედია: ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის

24/10/2023 14:32:47 მსოფლიო

ევროკომისია საქარველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში 8 ნოემბერს შეაფასებს, – იუწყება Reuters სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ევროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით. რაც შეეხება საქართველოს, Reuters–ის ცნობით, ქვეყანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის.

"ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო შეფასებას საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებითაც გამოაქვეყნებს. მოლდოვამ შესაძლოა, უკრაინის მსგავსად, დადებითი შეფასება მიიღოს, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის", – იტყობინება Reuters წყაროებზე დაყრდნობით.

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S