Accentnews.ge
პოლონეთის ოპოზიცია კოალიციას ქმნის და პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ტუსკის კანდიდატურას წარადგენს

პოლონეთის ოპოზიცია კოალიციას ქმნის და პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ტუსკის კანდიდატურას წარადგენს

24/10/2023 13:22:50 მსოფლიო

პოლონეთის ოპოზიციური პარტიების – „სამოქალაქო კოალიცია“, „მესამე გზა“ და „მემარცხენეების" ლიდერებმა ოფიციალურად გამოაცხადეს მზადყოფნა კოალიციის შექმნისთვის და პრემიერ-მინისტრის პოსტზე „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერის დონალდ ტუსკის კანდიდატის წარდგენის შესახებ.

მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიმართეს პრეზიდენტ ანჯეი დუდას, არ გადადოს სეიმის პირველი სხდომის დანიშვნა, დათვალოს ვის აქვს უმრავლესობა და მთავრობის დაუყონებლივ ფორმირების მისია მიანდოს გამარჯვებული ოპოზიციას და არა პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან "კანონი და სამართლიანობა".

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციონერების წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, რომელიც სეიმში 194 მანდატს მიიღებს, თუმცა ოპოზიციას მთავრობნის ფორმირება სეუძლია: „სამოქალაქო კოალიციას“ აქვს 157 მანდატი, „მესამე გზას“ – 65 მანდატი და "მემარცხენეებს" – 26 მანდატი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S