Accentnews.ge
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში მიემგზავრება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში მიემგზავრება

24/10/2023 13:02:27 მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი სამდღიანი ვიზიტით შეერთებულ შტატებში ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს ჩავა. Associated Press-ის ცნობით, ვიზიტი განიხილება ვაშინგტონისა და პეკინის უკანასკნელ ნაბიჯად მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის ღიაობის შესანარჩუნებლად ორმხრივ ურთიერთობებში დაძაბულობის ფონზე.

ვანგ ი გეგმავს, შეხვდეს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის ომის, ისრაელის კონფლიქტისა და "ჰამასის" შესახებ.

ვიზიტი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე ხორციელდება. სამიტი სან-ფრანცისკოში უნდა გაიმართოს, სადაც შესაძლოა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეხვდნენ ერთმანეთს. ამასთან, ლიდერთა ასეთი შეხვედრა ოფიციალურ დონეზე არ დადასტურებულა. პეკინს ჯერ არ უთქვამს, გაემგზავრება თუ არა სი ძინპინი აშშ–ში.

2018 წლიდან აშშ-ჩინეთის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა სავაჭრო დისბალანსის, ადამიანის უფლებების, სამხრეთ–ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციის, ტაივანზე მზარდი ზეწოლისა და COVID-19 პანდემიის გამო.

გასულ წელს ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ბალიში G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს. მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების განახლებაზე, კონკრეტულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნაზე და პირადი კონტაქტების გაფართოებაზე.

2023 წლის ივნისში პეკინს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვია. ხოლო მანამდე აშშ–ის კანონმდებლების პირველი ვიზიტი შედგა ჩინეთში 2019 წლის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S