ევროკომისია: ევროკავშირი რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შეწყვეტის გეგმას აგრძელებს
24/10/2023 12:55:58 მსოფლიო
ევროკომისიის ცნობით, ევროკავშირი რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შეწყვეტის გეგმას აგრძელებს.
24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკომისია აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მოელის რუსული გაზის იმპორტის 40-45 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირებას მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე – 2021 წელს ეს მაჩვენებელი 155 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების შემდეგ ევროპამ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკდებულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.


