Accentnews.ge
აშშ-ის სპეცსამსახურის ყოფილმა ოფიცერმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობა აღიარა

აშშ-ის სპეცსამსახურის ყოფილმა ოფიცერმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობა აღიარა

24/10/2023 12:36:19 მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ჯარე სებასტიან დალკემ აღიარა თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი სერიოზული დარღვევა. მას უვადო პატიმრობა ემუქრება.

კერძოდ, კიბერსპეციალისტმა, რომელიც მცირე ხნით მუშაობდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში, აღიარა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობა. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 31 წლის ჯარე სებასტიან დალკემ თავი დამნაშავედ სასამართლოში ცნო ექვს პუნქტში.

სასამართლოს ცნობით, დალკეს ბრალი ედება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტისთვის გადაცემის მცდელობაში.

კიბერსპეციალისტმა უსაფრთხოების სამსახურში ერთთვიანი მუშაობის შემდეგ დატოვა სამსახური გასული წლის ივნისის ბოლოს ოჯახური მიზეზების მოტივით. სპეცსამსახურში ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მან საიდუმლო დოკუმენტების დაბეჭდვა მოახერხა. სამუშაოს დასრულების შემდეგ კი ისინი სპეციალური ონლაინ–სერვისების საშუალებით შესთავაზა პირს, რომელსაც რუსეთის აგენტად მიიჩნევდა. რეალურად კი ის აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) საიდუმლო აგენტი იყო,– აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დალკემ აგენტს მიაწოდა ფრაგმენტები სამი უაღრესად გასაიდუმლოებული დოკუმენტიდან, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-ის კონფიდენციალურ თავდაცვით შესაძლებლობებთან, გარკვეული კრიპტოგრაფიული პროგრამის განახლების გეგმებთან და უცხო სახელმწიფოს [არ სახელდება] სამხედრო ძალის შეფასებებთან.

დალკემ სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ გამოიყენა დაშიფრული ელექტრონული ფოსტის მისამართი სამი საიდუმლო დოკუმენტიდან ამონარიდების გადასაცემად იმ პირისთვის, რომელიც მას რუსეთის აგენტი ეგონა.

გამოძიების თანახმად, 2022 წლის აგვისტოს ბოლოს დალკემ „რუს აგენტს“ სთხოვა 85 000 დოლარი კრიპტოვალუტაში ინფორმაციის სანაცვლოდ. ის ამტკიცებდა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო რუსეთისთვის. გარდა ამისა, სპეცსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მოაწყო დამატებითი საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა დენვერში "აგენტზე", რეალურად FBI-ს მიერ მიწოდებული ინსტრუქციების შესაბამისად. ერთ-ერთი გადაცემულ ფაილში აღმოჩნდა რუსულ ენაზე დაწერილი წერილი, რომელშიც დალკე საუბრობდა მეგობრობაზე და მისი მოქმედების საერთო სარგებელზე.

დალკე FBI-მ 28 სექტემბერს დააკავა ფაილის გადაცემის დროს. სხვა საკითხებთან ერთად მან საიდუმლო აგენტს უთხრა, რომ 230 000 დოლარზე მეტი ვალი ჰქონდა. მაგრამ პროკურორები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის სპეცსამსახურის ყოფილი ოფიცერი უბრალოდ კეთილგანწყობილი იყო რუსეთის მიმართ.

განაჩენი 2024 წლის 26 გამოცხადდება. დალკეს, ჯაშუშობის შესახებ კანონის მიხედვით, სამუდამო პატიმრობა ემუქრება, რომელიც შეიძლება შემცირდეს, თუ ის დანაშაულს აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S