ზელენსკი: ყირიმზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე კონტროლი დროის საკითხია
24/10/2023 12:08:46 მსოფლიო
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე სრული საცეცხლე კონტროლი დამყარება დროის საკითხია, დარწმუნებულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ბოლო დროს რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობის ილუზია ქრება, – თქვა მან ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას.
"რუსეთის საზღვაო ფლოტს აღარ შეუძლია ოპერირება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და თანდათან გარბის ყირიმიდან. და ეს ისტორიული მიღწევაა", - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსებს არ აქვთ „არანაირი უსაფრთხოების ბაზა ან სანდო ლოგისტიკური მარშრუტი ყირიმში“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ყირიმში პრო-უკრაინული სენტიმენტები უფრო ღია ხდება“ და კიევი ხედავს რუსეთის ფედერაციის მიერ დაპყრობილ ნახევარკუნძულზე მოკავშირეების დიდი რაოდენობით არსებობას.
„უკრაინამ შეძლო შავი ზღვის დაბრუნება უსაფრთხო არტერიის როლში, რომელზეც დამოკიდებულია გლობალური სურსათის სტაბილურობა“, - თქვა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის მიზანი უკრაინის ტერიტორიების სრული დეოკუპაციაა, მათ შორის ყირიმის.


