Accentnews.ge
FT: უკრაინამ ამერიკული AIM-9M–ები "მიწა-ჰაერის" რაკეტებად გარდაქმნა

FT: უკრაინამ ამერიკული AIM-9M–ები "მიწა-ჰაერის" რაკეტებად გარდაქმნა

24/10/2023 11:51:08 მსოფლიო

უკრაინელმა სპეციალისტებმა აშშ–ის მიერ მიწოდებული მართვადი რაკეტების "ჰაერი–ჰაერის" ტიპის AIM-9M Sidewinder F-16 მებრძოლებისთვის, "მიწა-ჰაერის" რაკეტებად გადააკეთეს. ახლა მათი გამოყენება საჰაერო თავდაცვის ძალებს შეუძლიათ,– იტყობინება Financial Times.

როგორც აღინიშნა, AIM-9M რაკეტები მწყობრიდან იქნა გამოყვანილი და გადაკეთდა ხმელეთიდან გაშვებისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებისამებრ.

"ჩვენ ისინი განვაახლეთ. ვიპოვეთ გზა მათი ხმელიდან გაშვებისთვის. ეს ერთგვარი თვითნაკეთი საჰაერო თავდაცვაა", - განუცხადა გამოცემას უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, ეს ერთი შეხედვით არასაჭირო ტექნიკის მეორად იარაღად გადაქცევის მაგალითია.

„შეთანხმებული გვაქვს გადაწყვეტილება: ვიღებთ რაღაც მოძველებულს და ვაკეთებთ რაღაც სხვას“, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მან ასევე დასძინა, რომ გადაკეთებული რაკეტები „უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარება“ მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვით რუსეთის შესაძლო თავდასხმებისგან.

მანამდე Forbes-ის ჟურნალისტები წერდნენ, რომ უკრაინას F-16 მებრძოლების მოლოდინში AIM-9M Sidewinder რაკეტების Su-27 და MiG-29 გამანადგურებლებზე დაყენება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (აშშ) გამოაცხადა კიდევ ერთი 250 მილიონი დოლარის პაკეტი უკრაინისთვის, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავდა AIM-9M Sidewinder რაკეტების დაუსახელებელ რაოდენობას. როგორც აღწერილობაშია აღნიშნული, ისინი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S