Accentnews.ge
"საეტაპო მოვლენა" – უკრაინამ და Rheinmetall-მა ერთობლივი საწარმო შექმნეს

"საეტაპო მოვლენა" – უკრაინამ და Rheinmetall-მა ერთობლივი საწარმო შექმნეს

24/10/2023 10:54:57 მსოფლიო

"უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიამ" და გერმანულმა თავდაცვის კონცერნმა Rheinmetall-მა ერთობლივი საწარმო შექმნეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმო მოემსახურება და შეაკეთებს აღჭურვილობას, რომელიც უკრაინას მოკავშირეებისგან მიეწოდება.

ამ საწარმოში ასევე წარიმართება Rheinmetall AG-ის წამყვანი ნიმუშების წარმოების ლოკალიზაცია.

„ერთობლივი საწარმოს შექმნა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საეტაპო მოვლენაა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აყენებს და საშუალებას მოგვცემს, ერთად ავაშენოთ თავისუფალი სამყაროს არსენალი“, - დასძინა პრემიერმა.

შმიგალმა კანცლერ ოლაფ შოლცს Rheinmetall-ისა და Ukroboronprom-ის ერთობლივი საწარმოს სერთიფიკატი, რომელიც რეგისტრირებულია უკრაინაში.

უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა განმარტა, რომ საუბარია უკრაინულ ინდუსტრიასთან ერთად სამიდან პირველ ერთობლივ საწარმოს შექმნაზე, რომელიც მიზნად ისახავს იარაღის წარმოების სახელმწიფოში განთავსებას.

„გერმანული კომპანიები ცდილობენ, უკრაინაში გაგზავნილი იარაღის მოვლა ადგილზე განახორციელონ"- თქვა მან.

შემდეგი ეტაპია „აწყობა და წარმოება“ უკრაინაში, რომელსაც კამიშინმა უწოდა „ურთიერთობების ლოგიკური განვითარება“ ბერლინსა და კიევს შორის.

გარდა ამისა, კამიშინმა მიანიშნა მომდევნო ერთობლივ საწარმოზე და თქვა, რომ გერმანული სამხედრო აღჭურვილობის მწარმოებელი Flensburger Fahrzeugbau ითანამშრომლებს "კერძო უკრაინულ თავდაცვის ინდუსტრიულ კომპანიასთან".

მისი თქმით, ეს ორი ერთობლივი საწარმო „დაიფარავს გერმანული იარაღის მთელ სპექტრს, რომელიც მოდის უკრაინაში და უკრაინაშივე მოემსახურება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S