Accentnews.ge
უგულავა: "პროკურატურა ჩემთვის პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს"

უგულავა: "პროკურატურა ჩემთვის პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს"

12/12/2019 15:05:20 სხვა, სამართალი

ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბრალი თავად პოლიტიკოსს წაუყენეს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას და პასპორტის ჩამორთმევას ითხოვს. 

პროკურატურის შუამდგომლობას უგულავა ავრცელებს:

გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღოისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს 19:00 სთ–ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 

მ საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მეორე დაპირისპირებული მხარიდანაა. იგი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილია. ამავე საქმეზე დაზარალებულადაა ცნობილი ოპოზოციის ერთ–ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი. გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა გუშინ დილით განაცხადეს, რომ უცნობი პირები მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-მ კი გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. 

გიგი უგულავა მომხდარს პროვოკაციად აფასებს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი აღბეჭდილი იქნება სათავლთვალო ვიდეოკამერებზე. თუმცა, საქმის პროკურორი ირწმუნება, რომ მათ ამ ვიდეოკადრების გამოყენების უფლება არ აქვთ.

პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიებას ხელთ აქვს მოწმეთა ჩვენებები და ამოღებულია ჩამწერი მოწყობილობა, რითიც ვიდეოგადაღება იწარმოებოდა.

„რაც შეხება თავად ვიდეოს მასალას, ამ კატეგორიის დანაშაულზე, ანუ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, კანონმდებლობის თანახმად არ არის გათვალისწინებული ვიდეო მასალის გამოთხოვა. ჩამწერი მოწყობილობა ამოღებული გვაქვს, რომ არ წაიშალოს და არ განადგურდეს“,- აცხადებს გიორგი ქობულაძე.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S