Accentnews.ge
ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა

24/10/2023 06:47:43 საზოგადოება

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ადამიანი კლინიკაში გარდაიცვალა.

თბილისის მერიის ცნობით, პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.

მერიის ცნობით, ისნის გამგეობამ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა.

"კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება", - აცხადებე მერიაში.

შემთხვევა გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S