
საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
12/12/2019 14:28:13 სხვა, სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოს სხდომაზე დაკავებულების - გიორგი ვაშაძის, ირაკლი კუპრაძის, გიორგი ბუნტურის, ზურაბ კოსტავას, ირაკლი ჯუღელის და ნოდარ ბრეგაძის საქმეები განიხილება.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომელზეც ოპოზიციური პარტიებისა წარმომადგენლები და აქტივისტები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას აპროტესტებდა, 16 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი, გია თევდორაძე, ბესო გაზდელიანი, გიორგი ბუნტური, ლევან გახელაძე, ირაკლი კუპრაძე.