ლავროვი დარწმუნებულია, რომ საქართველო "3+3" ფორმატს შეუერთდება
24/10/2023 06:02:55 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თვლის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ქვეყნის "3+3" ფორმატში ჩაბმის გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ მან "3+3" პლატფორმის ბოლო, თეირანში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ყველა მონაწილე ეთანხმება იმას, რომ საქართველოსთვის ჩვენი კარი ღია რჩება. ვაცნობიერებთ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თავს იკავებს ჩვენს ფორმატში ჩაბმისაგან, თუმცა ვაფასებთ, რომ თბილისი უშვებს შესაძლებლობას, ეს მომავალში გააკეთოს. ნებისმიერ პირობებში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ყველა თავის ქმედებაში ერვონული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ექვსეული - "3+3" სრულფასოვნად შეიძლება, უკვე უახლოეს ხანებში ამოქმედდეს" - განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის: ირანში დაგეგმილ "3+3" ფორმატის შეხვედრაში საქართველომ მონაწილეობა არც ამ ჯერზე მიიღო.
საქართველო "3+3" ფორმატის შეხვედრებში არ მონაწილეობდა. როგორც ფორმატის ჩამოყალიბების დროისთვის ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, საქართველო ვერ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან ერთობლივ ვერც ერთ ფორმატში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გამო.
ამავე თემაზე:
რუსეთი კვლავ აქცენტირებს საქართველოსთვის არასაჭირო ფორმატზე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე
"კარასინის შემოთავაზებაზე ჩემი პასუხი იყო, რომ "3+3" ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ ვგეგმავთ"


