Accentnews.ge
„ნიუ-იორკ თაიმსმა“ შეცდომა აღიარა

„ნიუ-იორკ თაიმსმა“ შეცდომა აღიარა

23/10/2023 13:58:45 მსოფლიო

ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ 23 ოქტომბრის სარედაქციო წერილში აღიარებს, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოს დაბომბვის თავდაპირველ გაშუქებაში ზედმეტად დაეყრდნო „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ხაზი არ გაუსვა იმ გარემოებას, რომ იმ მომენტში ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელი იყო.

"აღნიშნულმა მასალამ მკითხველს დაუტოვა არასწორი შთაბეჭდილება იმის შესახებ, თუ რა იყო ცნობილი მომხდარის შესახებ და რამდენად სანდო იყო ეს ცნობა“, — წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“ სარედაქციო წერილში.

17 ოქტომბერს ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოსთან აფეთქება მოხდა. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ მომხდარიდან რამდენიმე წუთში ისრაელი დაადანაშაულა. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ იძიებდნენ მომხდარს, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელია პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ (PiJ) დაჯგუფება – ამ დაჯგუფების მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოვარდა საავადმყოფოსთან. ისრაელმა ვიდეოც გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S