რუსულ ვაქცინა "Sputnik V" –ს კორონავირუსის ახალი შტამებისგან დამცველობა აღარ აქვს
23/10/2023 13:29:15 მსოფლიო
რუსული ვაქცინა Sputnik V აღარ იცავს კოროვირუსული ინფექციის ახალი შტამებისგან. აღინიშნული Gazeta.ru-სთან აღიარა „გამალეის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრ გინცბურგმა, რომელმაც შექმნა ვაქცინა.
მისი თქმით, ცენტრი ახლა კლინიკურ კვლევებს ატარებს Sputnik V-ის იმ ვერსიაზე, რომელიც ადაპტირებულია კორონავირუსის შტამ „ომიკრონის“ ახალი ვარიანტის, „კრაკენისთვის“. გინცბურგის თქმით, Sputnik-ის იმ ვერსიამ, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, „უბრალოდ შეწყვიტა სრულად დაცვა“.
ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ, საჭირო გახდა ვაქცინის ანტიგენური შემადგენლობის განახლება.
ამასთან, თქვა ისიც, რომ მომავალი წლის მარტისთვის, როდესაც მოსალოდნელია ახალი ვაქცინის ფართო მასებისთვის მიწოდება, ის შეიძლება, აღარ იყოს აქტუალური, რადგან სავარაუდოდ გაჩნდება მორიგი ახალი შტამები.


