Accentnews.ge
უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1,5 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1,5 მილიარდი ევრო მიიღო

23/10/2023 13:16:16 მსოფლიო

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო მიიღო.

"უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო მიიღო. ამჟამად, ევროკომისიასთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ გრძელვადიან პროგრამაზე, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ევროა", - განაცხადა უკრაინის პრემიერ–მინისტრმა დენის შმიჰალმა.

ამასთან, უკრაინის პრემიერმა ევროპელ პარტნიორებს უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინას მომავალშიც გაუწევს ფინანსურ დახმარებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S