
საქართველო ბოთლის ღვინის ტოპ-15 ექსპორტიორს შორისაა
23/10/2023 10:35:55 ეკონომიკა
საქართველო ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ექსპორტიორ ტოპ-15 ქვეყანას შორისაა.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ ბოთლის ღვინის ექსპორტიდან 248.16 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რითაც რეიტინგში, რომელიც 50 ქვეყანას აერთიანებს, მე-15 ადგილი დაიკავა.
ექსპორტზე გასულ წელს, 99.76 მლნ ლიტრი ღვინის გატანა განხორციელდა.
რეიტინგში ლიდერობენ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩილე, აშშ. საქართველოს ასევე უსწრებენ: ავსტრალია, ახალი ზელანდია, პორტუგალია, გერმანია, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა, ნიდერლანდები,ჩინეთი ჰონგ-კონგი.