Accentnews.ge
„საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მივიჩნევთ" – შოლცი მასობრივ დეპორტაციას აანონსებს

„საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მივიჩნევთ" – შოლცი მასობრივ დეპორტაციას აანონსებს

23/10/2023 09:26:47 პოლიტიკა, საზოგადოება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციას აანონსებს.

მისი თქმით, ქვეყანამ საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და ამიერიდან უფრო მეტად განასხვავებს, ვინ შედის გერმანიაში და ვის აქვს დარჩენის უფლება. კერძოდ, როგორც შოლცმა განმარტა, ერთი მხრივ, არის მუშახელის იმიგრაცია, რომელიც გერმანიას სჭირდება; არიან პოლიტიკური დევნის გამო თავშესაფარს მაძიებლები. ხოლო ისინი, რომლებიც ამ ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან, ვერ დარჩებიან ქვეყანაში, რადგან "ძალიან ბევრი ხალხი მოდის“.

მისი თქმით, გერმანია ღონისძიებების "მთელი პაკეტის" გატარებას გეგმავს.

„საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად მივიჩნევთ. ორივეს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ, არ არის დამაჯერებელი ამ ქვეყნებში სისტემური ჩაგვრა ვივარაუდოთ. ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლებმა ადამიანმა შეძლოს ევროპაში შემოსვლა. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ ქვეყანაში, სადაც თავდაპირველად შევლენ და არა უბრალოდ გამოგზავნონ გერმანიაში. სანაცვლოდ, ისინი სამართლიანად გადანაწილდებიან მთელ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს“.

მისი თქმით, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა, სასამართლო პროცესები და დეპორტაციის პროცედურები უნდა დაჩქარდეს, რათა ქვეყანა დატოვონ მათ, რომლებიც ვერ დაასაბუთებენ დაცვის საჭიროებას.

"უფრო ხშირად და სწრაფად უნდა გავაკეთოთ დეპორტაცია“, — დასძინა შოლცმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S