
ნარმანია: წელი ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდის რეკორდული მაჩვენებლით დაიხურება
23/10/2023 09:00:07 ეკონომიკა
სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდაზე ისაუბრა.
დავით ნარმანია ამბობს, რომ წლევანდელი წელი ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდის რეკორდული მაჩვენებლით დაიხურება.
ამასთან, მისივე თქმით, კომისია ტარიფების გადახედვას არ აპირებს.
„მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა და წლევანდელი წელი დაიხურება რეკორდული მაჩვენებლით, რაც ორი მთავარი გარემოებითაა განპირობებული: ერთი, ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები, მენეჯმენტი დალაგდა სწორად და მეორე მხრივ - ჩვენ გვქონდა საკმაოდ უხვნალექიანი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი, აქედან გამომდინარე, ჩვენმა ჰიდროელექტროსადგურებმა შეძლეს უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება და შესაბამისად, ეს ჭარბი ენერგია, უკლებლივ იქნა გატანილი ექსპორტზე. ამან ქვეყანას საშუალება მისცა, რომ დამატებით უცხოური ვალუტა მოეზიდა, რაც თვითონ ენერგეტიკული ობიექტებისთვის დამატებით შემოსავალია და კურსის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებთან.