Accentnews.ge
"ლელო" შოვის საქმეზე გამოძიების შედეგების და თერმული დრონების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

"ლელო" შოვის საქმეზე გამოძიების შედეგების და თერმული დრონების ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს

23/10/2023 08:53:49 საზოგადოება

პოლიტიკური პარტია "ლელო" შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, საზოგაოდებას ინფორმაცია მიაწოდოს შოვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაასაჯაროვოს თერმული დრონების ჩანაწერები, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ მეწყერის მოვარდნის პირველ საათებში.

"ლელოს" წევრმა ლევან სამუშიამ 23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გამოძიების მიმდინარეობის გარდა მნიშვნელოვანია იმის გამოკვეთაც, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ რაჭაში არ არსებობდა ადრეული გაფრთხილების სისტემა.

"რუსული ხელისუფლების მიერ არანაირი პასუხი გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს რუსული გამოძიება, ჩვენ არ გვაქვს. რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოძიება ჩაიფარცხოს და საზოგადოების ყურადღება იქნას გადატანილი" - თქვა ლევან სამუშიამ 23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. ის გამოძიების პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ გამომძიებელი უწყება შოვის საქმეზე არის არა პროკურატურა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის სამაშველო ვერტმფრენსაც დაახლოებით 3 საათი დაჭირდა მეწყერში მოყოლილ ხალხთან მისასვლელად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების წარმოებას პრობლემურად მიიჩნევს სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის უფლებადამცველი ორგანიზაციაც, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის."

ღვარცოფი რაჭაში, შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. შოვის ტრაგედიიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ჯერ ისევ არ არის ნაპოვნი სტიქიის დროს დაკარგული ბოლო, 33-ე ადამიანი - ზაზა მესხის არასრულწლოვანი შვილი. 23 ოქტომბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო, არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს. სამძებრო ოპერაციების პარალელურად დაიღუპა ამ ოპერაციაში ჩართული ორი სამსართალდამცველი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S