Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის ძალები: „ჰამასის“ მძევლობაში 222 ადამიანი ყოფნა დასტურდება

ისრაელის თავდაცვის ძალები: „ჰამასის“ მძევლობაში 222 ადამიანი ყოფნა დასტურდება

23/10/2023 08:47:51 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში, „ჰამასის“ მძევლობაში 222 ადამიანი იმყოფება.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარმა განმარტა, თუ რატომ იზრდება მძევლების დადასტურებული რაოდენობა. 22 ოქტომბერს 212 მძევლის შესახებ განაცხადეს. მისი თქმით, მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება.

„ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად“, - აღნიშნა ჰაგარმა.

ცნობილია, რომ მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს კატარი, კომუნიკაცია აქვს თურქეთსაც. ამ დრომდე ორი მძევლის გათავისუფლება მოხერხდა. საუბარია დედა შვილზე. როგორც ირკვევა, დედა აშშ–ის მოქალაქეა, ხოლო შვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ისრაელის და აშშ–ის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S