Accentnews.ge
თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ჩამოვლენ

თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ჩამოვლენ

23/10/2023 08:12:26 პოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი და ალი ასადოვი 26-27 ოქტომბერს თბილისში "აბრეშუმის გზის" რიგით მეოთხე საერთაშორისო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ამის შესახებ, ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ფორუმის სხვა მონაწილეებს შორის იქნებიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კასალი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბტა გაერთიანებული საემიროების საგარეო ვაჭრობის სახელმწიფო მინისტრი ტანი ბინ ახმედ ალ ზეიუდი, სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მუჰამედ ალ-ბუდავი. USAID-ის ბიუროს ხელმძღვანელი ევროპასა და ევრაზიაში ერინ ელიზაბეტ მაკი.

ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის.

საქართველოში ხსენებული ფორუმი უკვე სამჯერ - 2015, 2017 და 2019 წლებში ჩატარებული. წელს ღონისძიებას 60 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის - ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტპორის წარმომადგენლები. ფორუმი ფოკუსირებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული ქსელი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.

ცნობისთვის: თბილისში ამასწინანდელი ვიზიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს. თავის მხრივ საქართველოს პრემიერმა ირაკლი რარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სამშვიდობო შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში გრძელვადინია მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს". თუმცა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშიანიანმა მოგვიანებით ალიევის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომ "აზერბაიჯანი მოლაპარაკებების ახალი პლატფორმის შემოტანასა და ამით შესაძლოა, უკვე შეთანხმებული პრინციპების ნეიტრალიზებას ცდილობს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S