Accentnews.ge
კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ თანამდებობა დატოვა

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ თანამდებობა დატოვა

23/10/2023 07:42:42 საზოგადოება

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ, რომლესაც უფლებამოსილება ამოეწურა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

როგორც ნანა შარიქაძე წერს, ის კონსერვატორიაში, როგორც ლექტორი რჩება და იმედოვნებს, რომ პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებს.

„ჩემს აზრზე კვლავაც ვრჩები, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს ის. რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ 4 წლის მანძლზე გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის. მადლობა მათ, ვინც ამ ომში არ მიმატოვა, ჩემს გვერდით იდგა და მამხნევებდა; ჩემს გუნდს (სახელებს არ ჩამოვწერ), იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამას ღიად არ/ვერ აკეთებდნენ (იმის შიშით რომ სამიზნე არ გამხდარიყვნენ), და მადლობა მათაც, ვინც ეს ომი საკუთარი ვიწრო ადამიანური სურვილების მიღწევის შესაძლებლობად აღიქვა… ამ კრიზისმა გამოავლინა საუკეთესო ღირსეულებში და ფსკერი წახდენილებში“, – წერს ნანა შარიქაძე.

კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. სამინისტრო ამტკიცებდა, რომ საარჩევნო პროცედურა სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა. თუმცა კონსერვატორიის აკადემიური საბჭო აცხადებდა, რომ არჩევნები კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მიმდინარეობდა და კულტურის მინისტრს ბრძენების გაუქმებისკენ მოუწოდებდა.

20 სექტემბერს კულტურის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, კონსერვატორიის "ხელმძღვანელობაში ხარვეზია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S