ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტების არაეფექტურობის შესახებ იუწყება
23/10/2023 07:02:49 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდეტ ვლადიმირ პუტინის განცხადებები შავ ზღვაზე "კინჟალის" ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებლების პატრულირების შესახებ მხოლოდ შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რომლის მონაცემებით, "კინჟალი" ტესტირების სტადიაშია და სადღეისოდ მისი ბრძოლებში გამოყენების ეფექტურობა საკმაოდ დაბალია.
"აცხადებენ, თითქოს ეს მაღალეფექტური რაკეტაა, რომელიც ზებგერითი სიჩქარით მოძრაობს და თავს არიდებს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, თუმცა რეალურად, რუსეთს მოუწევს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მისი გამოყენების მეთოდები, თუ ამ რაკეტის რეალური პოტენციალის ეფექტურად გამოყენება სურს. პუტინის განცხადებები მხოლოს სტრატეგიული გზავნილია იმის წარმოსაჩენად, თითქოს რუსეთს ძალუძს, უკრაინის კონფლიქტის ფონზეც კი აწარმოოს და გამოიყენოს ახალი შეიარაღება" - დარწმუნებულები არიან ლონდოში.
ცნობისთვის: 18 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა დააანონსა, რომ შავი ზღვის თავზე, საჰაერო სივრცის ნეიტრალურ ზონაში რუსული Миг-31-ები დაიწყებენ პატრულირებას, რომლებიც ათას კილომეტრზე მეტი სიშორის მქონე "კინჟალის" კომპლექსებით იქნება აღჭურვილი.


