Accentnews.ge
Reuters: აშშ რუსეთს ათეულობით ქვეყანაში არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

Reuters: აშშ რუსეთს ათეულობით ქვეყანაში არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

23/10/2023 06:44:02 მსოფლიო

ამერიკულმა დაზვერვამ ასზე მეტი სახელმწიფო რუსეთის მხრიდან მათ არჩევნებში ჩარევის მცდელობების შესახებ გააფრთხილა. Reuters-ის ინფორმაციით, მოსკოვი აქტიურად იყენებს როგორც ჯაშუშურ ქსელებს, ისე სოციალურ და სახელმწიფო მედიას მთელს მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების, მათ შორის სამართლიანი არჩევნებისადმი ნდობის შესარყევად.

"ეს გლობალური მოვლენაა. მაღალი რანგის რუსი ჩინოსნები მას ეფექტურად მიიჩნევენ და ამაში სარგებელს ხედავენ. სადღეისოდ რუსეთმა გაააქტიურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებში ჩარევის მცდელობები" - განუცხადა Reuters-ს წყარომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, 2020-2022 წლებში ტარდებოდა კოორდინირებული რუსული ოპერაციები ერთდროულად სულ მცირე 10 დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის თავად შტატებში სხვადასხვა ტიპის 11 არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, შედარებით ნაკლებად გამოხატული მცდელობები კი კიდევ 17 სხვა არჩევნებში დაფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S