Accentnews.ge
ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით სატვირთოების მეორე კოლონა შევიდა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით სატვირთოების მეორე კოლონა შევიდა

23/10/2023 06:47:45 მსოფლიო

ღაზას სექტორში კვირას ეგვიპტიდან ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მეორე კოლონა შევიდა, - ინფორმაციას გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტსი ადასტურებს.

მისი განცხადებით, რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელით ანკლავში კიდევ 14 სატვირთო შევიდა.

„იმედის კიდევ ერთი ნაპერწკალი მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც უკიდურესად ესაჭიროებათ ჰუმანიტარული დახმარება“, - წერს გრიფიტსი სოციალურ ქსელში.

ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი შაბათს გაიხსნა და ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო შევიდა. როგორც აშშ–ის სახელმწიფო მინისტრმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ტვირთს გაერო–ს წარმომადგენლები გადაანაწილებენ. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება, რომ ტვირთს "ჰამასი" იტაცებს, პროცესი შეწყდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S