Accentnews.ge
Bloomberg: ამერიკა და ისრაელი ღაზაში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხს განიხილავენ

Bloomberg: ამერიკა და ისრაელი ღაზაში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხს განიხილავენ

23/10/2023 06:31:25 მსოფლიო

აშშ-ისა და ისრაელის ხელისუფლებებმა უკვე დაიწყეს მსჯელობა ღაზას სექტორის პერსპექტივებზე პალესტინური დაჯგუფება "ჰამასის" დამარცხების შემდეგ. Bloomberg-ის ცნობით, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი გაერო-სა და არაბული ქვეყნების მონაწილეობით დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობაა.

როგორც Bloomberg-ის წყარო აღნიშნავს, განხილვები ჯერ საწყის ეტაპზეა, მათი შედეგები კი დამოკიდებულია მოვლენათა განვითარებაზე, მათ შორის - ისარელის მიერ ღაზა სექტორში დაგეგმილი სახმელეთო ოპერაციის შედეგიანობაზე.

საქმე იმაშია, რომ მთავრობის ჩამოყალიბება რეგიონში წარმოადგენილი არაბული სახელმწიფოების თანხმობას მოითხოვს და დისკუსიის მონაწილეები არ არიან დარწმუნებულები, რომ ცალსახა მხარდაჭერას მოიპოვებენ.

ცნობისთვის: ისრაელის ხელისუფლებას არაერთგზის განუცხადებია, რომ ღაზას ოკუპაციას არ გეგმავს, თუმცა მოითხოვს, რომ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დაჯგუფება "ჰამასმა" ღაზაში მმართველობა შეწყვიტოს. გასულ პარასკევს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ებრაული სახმელეთო ოპერაციის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზაში "უსაფრთხოების ახალ რეჟიმს" ჩამოაყალიბებს და რეგიონზე პასუხისმგებლობას მოიხსნის.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზაში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებია.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "პალესტინელი ხალხი იმსახურებს ხელმძღვანელობას, რომელიც მისთვის მშვიდობიან და უსაფრთხო ცხოვრებას უზრუნველყოფს. რა გველის მომავალში, დღეს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს სწორი კითხვაა, რომელიც უკვე დღეს უნდა დაისვას, რადგან ჩვენ უნდა ვიფიქროთ არამარტო უახლოეს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზეც".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S