ბალტიკაში NATO-ს დაჯგუფების გაძლიერების შემდეგ რუსეთს ლადოგის ტბიდან ბალტიის ფლოტის ნაწილი გაჰყავს
23/10/2023 06:08:09 მსოფლიო
ბალტიკაში NATO-ს დაჯგუფების გაძლიერების შემდეგ რუსეთს ლადოგის ტბიდან ბალტიის ფლოტის ნაწილი გაჰყავს. ამის შესახებ გამოცემა "იზვესტიას" რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
საუბარია, კერძოდ, ტბის აკვატორიაში მცირე სარაკეტო გემების გადაყვანაზე.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, საბოლოო გადაწყვეტილება მათი ლადოგის ტბაში მუდმივ განთავსებასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არაა, თუმცა სამხედროებმა ფიდროგრაფიული ინფორმაცია შეისწავლეს და მოწინააღმდეგის მხრიდან მომავალი შესაძლო საფრთხეები განსაზღვრეს.
ხომალდებმა ტბაში მარშრუტები გაავლეს და რიგი მანევრებიც განახორციელეს.
"ეს სრულიად ჯანსაღი სამხედრო-ტექნიკური პასუხია NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე. გარდა ამისა, ეს რაიონი არცთუ კარგადაა ცნობილი NATO-ს დაზვერვისთვის" - განმარტა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოცემის ინფორმატორმა.
ცნობისთვის: ლადოგის ტბა ბალტიის ზღვაზე ღრმაა. ამასთან, მცირე სარაკეტო გემების შეიარაღებას დიდი სიშორე გააჩნია. ტბიდან ფინეთის საზღვრამდე 40 კილომეტრია, ხსენებული ხომალდების რაკეტების სიშორე კი 1,5 ათას კილომეტრს აღწევს. ამასთან, ლადუგის ტბაში განთავსებული რუსული ხომალდები დაცულები იქნებიან NATO-ს ქვეყნების ბალტიკაში ბაზირებული საზღვაო-სამხედრო ძალებისგან. თუმცა არის სირთულეებიც: ვინაიდან მცირე სარაკეტო ხომალდები არაა გამიზნული მდინარეებში გადაადგილებისთვის, რუსეთს მათი ლადუგის ტბამდე თრევა ბუქსირით მოუწევს მდინარე ნევის გავლით, ამასთანავე, ლადუგის ტბაში წყლის მარილიანობა დაბალია და ჯერ კიდევ შესასწავლია რამდენად დიდხანს შეძლებენ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხომალდები მასში დაცულად ყოფნას.
ფინეთის გაწევრიანებისა და შვედეთის დაგეგმილი გაწევრიანების შემდეგ NATO ბალტიკაზე სრულ კონტროლს მოიპოვებს, რაც რეგიონში ბალანსს მნიშვნელოვნად ცვლის. "რუსეთის ბალტიის ფლოტს ძალიან გაუჭირდება თავისუფალი მოქმედება, თუმცა იგი მაინც რჩება გარკვეულ საფრთხედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის" - თვლიან NATO-ელი ექსპერტები.


