Accentnews.ge
ისრაელმა ომის დასრულების პირობა დაასახელა

ისრაელმა ომის დასრულების პირობა დაასახელა

23/10/2023 06:14:31 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ისრაელის მიზანი ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების სრული მოშლა და მძევლების შინ დაბრუნებაა.

„თუ ეს შეიძლება გაკეთდეს ჰაერიდან, ჩვენს ჯარებზე ძალიან შეზღუდული ზემოქმედებით და ადგილზე ნაკლები ზიანით, ეს შესანიშნავი იქნება. თუ „ჰამასი“ გამოვა თავისი სამალავებიდან, სადაც ისინი მალავენ მშვიდობიანი მოსახლეობას და დააბრუნებენ ჩვენს მძევლებს, 212-ვე მათგანს და უპირობოდ ჩაბარდებოდნენ, მაშინ ომი დასრულდება. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ალბათ მოგვიწევს შესვლა და ამის გაკეთება“, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა მედიის კითხვის საპასუხოდ, გადაიდო თუ არა ღაზას სექტორში შესვლა და გარდაუვალია თუ არა სამხედრო ოპერაცია.

The Guardian წერს, რომ შიში ისრაელი-ჰამასის ომის გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ორ აეროპორტს და დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მეჩეთს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოევიკები იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ღამით დარტყმა მიაყენეს ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე „ჰეზბოლას“ ობიექტებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S