Accentnews.ge
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთს იარაღს მივაწვდით

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთს იარაღს მივაწვდით

22/10/2023 12:32:17 მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ აცხადებს, რომ პარიზი და ერევანი ასრულებენ მოლაპარაკებებს შეთანხმებებზე, რის შემდეგაც საფრანგეთი სომხეთს იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ მან Le Parisien-თან საუბრისას განაცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, საუბარია საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემაზე.

მინისტრი აცხადებს, რომ „სომხეთს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავისი მოსახლეობა და დაიცვას საკუთარი საზღვრები“.

სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მისი უსაფრთხოების გარანტორი წლების განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა ბოლო პერიოდში ერევანსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დაპირისპირება გაზრდილია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „სტრატეგიულ შეცდომად“ აფასებს სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას და მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის უმოქმედობას აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში - როგორც ყარაბაღის, ასევე სასაზღვრო საკითხში.

17 ოქტომბერს ფაშინიანი ევროპარლამენტში გამოვიდა სიტყვით და მწვავედ გააკრიტიკა თავისი „პარტნიორები“, რის შემდეგაც მოსკოვში თქვეს, რომ „ფაშინიანი ზელენსკის გზას დაადგა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S