Accentnews.ge
ხვალ ლავროვი ირანს ეწვევა

ხვალ ლავროვი ირანს ეწვევა

22/10/2023 12:25:35 მსოფლიო

ხვალ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 23 ოქტომბერს ირანს ეწვევა, – იუწყება რუსული მედია.

ვრცელდება ცნობები, რომ თეირანში მოლაპარაკებები რეგიონულ "3+3" ფორმატის ფარგლებში გაიმართება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სწორედ "3+3" ფორმატშია 23 ოქტომბერს თეირანში მოლაპარაკებები დაგეგმილი.

თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა. ამ ფორმატში ერთადერთი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა, რასაც საქართველო არ დასწრებია. თბილისმა გააპროტესტა შეხვედრაზე საქართველოს დროშის გამოყენების ფაქტი.

ირანში დაგეგმილ "3+3" ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არც ამ ჯერზე მიიღებს, - ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განუცხადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S