
მედია: ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
22/10/2023 08:51:25 მსოფლიო
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე გამთენიისას საჰაერო თავდასხმები განხორციელდა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად დამასკოს აეროპორტის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი - დაშავდა. დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა ორივე აეროპორტის ასაფრენი ბილიკები და საჰაერო მიმოსვლამ დროებით ქალაქ ლატაკიაში გადაინაცვლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ისრაელის არმიას კომენტარი არ გაუკეთებია.