
“ჰამასის” მიერ გატაცებული ქართველი ქალი მოკლული იპოვეს
22/10/2023 06:29:49 საზოგადოება
თამარ გოლდბერგი, რომელიც 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” წევრებმა გაიტაცეს, მოკლული იპოვეს. ამ ინფორმაციას მოკლული ქალის და, მარიამი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“14 დღის შემდეგ, ღმერთმა ის იმედიც წამართვა, რაც მქონდა”, – წერს მოკლული ქალის და.
თამარ გოლდბერგი იმ მუსილაკულ ფესტივალს ესწრებოდა, რომელსაც “ჰამასი” 7 ოქტომბერს დაესხა თავს.
თამარ გოლდბერგის გარდა, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმას კიდევ მინიმუმ ორი ქართველი ებრაელი ემსხვერპლა. 26 წლის მაიორი ავი აბრაამ ქუბელაშვილი და პოლიციელი იცაკ ბაზუკაშვილი ტერორისტებმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს.